აშშ-ში, ჰურონის ტბის თავზე ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, მელისა დალტონმა განაცხადა.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში ბოლო ერთ კვირაში 4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.