დანიამ უკრაინას CAESAR-ის ყველა თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა.
შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გაავრცელა.
„დანიამ უკრაინას გადასცა თავისი CAESAR-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები. ნამდვილი მეგობარი, რომელმაც იცის, რომ ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლაა”, - წერს სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარში დანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საფრანგეთიდან შეკვეთილი 19 თვითმავალი CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცის უკრაინაში გადატანაზე.