ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს სუპერიახტა და სახლები ჩამოართვეს

სამხრეთ აფრიკის ოფიციალურმა პირებმა დააკავეს სუპერიახტა და ორი სასახლე, რომლებიც ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს, თეოდორო ნგემა ობიანგს ეკუთვნის. სასამართლომ ხსენებული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივმა ბიზნესმენმა, დანიელ იანსე ვან რენსბურგმა ობიანგის წინააღმდეგ პროცესი მოიგო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბიზნესმენმა უკანონო დაკავებისა და წამებისთვის კომპენსაციის სახით, დაახლოებით 2.2 მილიონი დოლარი (1.8 მილიონი ფუნტი სტერლინგი) მოითხოვა.

ვიცე-პრეზიდენტს, მსოფლიოს ყველაზე დიდი ხნის მმართველის შვილს, ამ საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მას და პრეზიდენტს, თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს დიდი ხანია, ადანაშაულებენ იმაში, რომ ნავთობით მდიდარ ეკვატორული გვინეის რესურსებს ბოროტად იყენებენ.