თეთრი სახლის წარმომადგელის განცხადებით, რუსეთის ძალებს ბრძოლის ველზე კვლავ ვერ უმკლავდებიან პრობლემებს, რომლებიც ერთი წლის წინ ჰქონდათ.
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები კვლავ განიცდიან იმ პრობლემებს, რაც ერთი წლის წინ ჰქონდათ, კერძოდ, ეს მიმართულებების ლოგისტიკა, თვითუზრუნველყოფა, ერთობლივი ცეცხლის ინტეგრაცია, ცოცხალი ძალა, პერსონალი, დანაყოფის ერთიანობა.
„შემიძლია, კიდევ გავაგრძელო. რუს სამხედროებს ეს პრობლემები ჯერ კიდევ არ გადაულახავთ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბის თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინი ხშირად ცვლის გენერლებს.
„ამას ისიც ადასტურებს, რომ, მოგეხსენებათ, ის აგრძელებს გენერლების შეცვლას ისე, როგორც მე ვიცვლი წინდებს“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.