NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში განიხილავენ, თუ როგორ გაძლიერდეს პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. ამ შეხვდრის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტებერგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
იენს სტოლტენბერგმა პარტნიორებისთვის ადრეულ ეტაპზე მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ გაკვეთილის ათვისების მაგალითად უკრაინა მოიყვანა.
„ვფიქრობ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომიდან მივიღეთ, არის პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული და არა დაგვიანებით უზრუნველყოფა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსული ინტერვენციის მიმართ.
ამიტომ, მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, და ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ საკითხებთან, კრიზისების მართვასთან და უსაფრთხო კომუნიკაციასთან მიმართებით. ამდენად, დიახ, მორგებული პარტნიორობა, მორგებული მხარდაჭერა არის ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ისეთ პარტნიორებთან მიმართებით, როგორიცაა საქართველო“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტი ალიანსმა მადრიდის სამიტზე, ივნისში დაამტკიცა.