იაპონიის მთავრობა აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ სამშაბათს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა იასუკაზუ ჰამადამ განუცხადა.
მან არ დააკონკრეტა რაკეტების ზუსტი რაოდენობა, რომლის შეძენასაც იაპონური მხარე აპირებს. იაპონური მედიის ცნობით კი, გეგმა 2023 ფისკალურ წელს (პირველი აპრილიდან) დაახლოებით 500 Tomahawk-ის ტიპის რაკეტის შეძენას ითვალისწინებს.
ამ მიზნით, 211,3 მილიარდი იენის (დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი) გამოყოფა იგეგმება. სამხედრო ხომალდებზე რაკეტების განლაგება დაგეგმილია 2026 წელს და დასრულდება 2027 წელს, იტყობინება გაზეთი Sankei Shimbun-ი.
2022 წლის 16 დეკემბერს იაპონიის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა.