საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მას თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.