პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, დეკომუნიზაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებითა და ლუსტრაციის კანონის შედეგად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ეს უნივერსიტეტი „იყო ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის საქმიანობაში“ და „საბჭოთა რბილი ძალის ნაწილი“.
„კურსდამთავრებულები უნდა ემსახურებოდნენ ამ იმპერიის საქმეს. МГИМО-ს კურსდამთავრებულების საშუალებით, საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსეთის ხელისუფლებას თავიანთი ინტერესების რეალიზება სურდა.
კომუნიზმი არ ყოფილა ლოკალური მოვლენა და ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სპეცსამსახურებით. ეს იყო ტოტალური სისტემა, ამიტომ, მთავრობა იყო სამი ტიპის: პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური და ყველაფერი კონტროლდება სამსახურების მიერ. ამიტომ, გაჩნდა დეკომუნიზაციის საჭიროება“, - განაცხადა ზბიგნევ რაუმ.