30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით შეიარაღებული გემების განლაგება დაიწყო. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ნორვეგიის დაზვერვის სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა.
მისივე თანახმად, ატომური პოტენციალის ძირითადი ნაწილი განლაგებულია რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ფლოტის წყალქვეშა ნავებზე და წყალზედა გემებზე.
ამასთან, ჩრდილოეთ ფლოტის ხომალდები, ცივი ომის დროს, რეგულარულად გადიოდნენ ზღვაში ბირთვული იარაღით, მაგრამ თანამედროვე რუსეთის ფედერაციამ ეს პირველად გააკეთა.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ასევე აქვს წყალქვეშა ნავები, ანტისატელიტური იარაღი და კიბერ შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება, დაემუქროს ნორვეგიას და NATO-ს, ტაქტიკური ბირთვული იარაღი წარმოადგენს „განსაკუთრებით მნიშვნელოვან საფრთხეს რამდენიმე ოპერაციულ სცენარში, რომლებშიც შესაძლოა, NATO-ს ქვეყნები იყვნენ ჩართულნი" , - აღნიშნულია მოხსენებაში.