მარკ მილის თქმით, რუსეთის ძალებს კიევზე შეტევის შესაძლებლობა ამჟამად არ აქვთ

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებს კიევზე შეტევის შესაძლებლობა ამჟამად არ აქვთ. მისივე თქმით, რუსებმა უკვე დაიწყეს ახალი შეტევა ბახმუტში, აღმოსავლეთ უკრაინაში.

  • „რუსეთმა იქ თავისი ძალები გააერთიანა და ბრძოლა შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს“.

გენერლის თქმით, ბახმუტის ირგვლივ უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებენ მტრის, ძირითადად, „ვაგნერის“ ჯგუფის თავდასხმებს.