საბერძნეთმა უკრაინას კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელიც 20 BMP-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანასა და საბრძოლო მასალებს მოიცავს. ამის შესახებ საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
მანამდე, ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში (UDCG) მინისტრი ნიკოლაოს პანაიოტოპულოსი მონაწილეობდა.
Ukrinform-ის ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას სამართლიან ბრძოლაში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.