შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი თანამდებობას დატოვებს - BBC

BBC-ის ცნობით, შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი თანამდებობას დატოვებს. ამ პოსტზე ის 2014 წლის შემდეგ მუშაობდა.

BBC წერს, რომ შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერი, განცხადებას სავარაუდოდ, ედინბურგში საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

ნიკოლა ფერგიუსონ სტარჯონი არის შოტლანდიის მეხუთე პირველი მინისტრი, ასევე შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი. ის პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს.

ნიკოლა ფერგიუსონ სტარჯონს პირველი მინისტრის თანამდებობა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით ეკავა.