უკრაინა მოკავშირეებისგან 241 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს

უკრაინა მოკავშირეებისგან, საერთაშორისო ფონდიდან 241 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს.

ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

პირველ პაკეტზე დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და დანია შეთანხმდნენ.

200 მილიონ ფუნტზე მეტი სავარაუდო ღირებულების პაკეტი მოიცავს მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, საზღვაო დაზვერვის და აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილებს, ასევე - ტანკებს.