შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს და უკრაინას არ სჯერათ, რომ რუსეთმა მოაგროვა რესურსები აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი შეტევის დროს მნიშვნელოვანი მიღწევების უზრუნვესალყოფად, - ამის შესახებ CNN-ს ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს.
„ეს სავარაუდოდ, უფრო მისწრაფებაა, ვიდრე რეალისტური”, - განაცხადა აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა.
ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა გაზარდა ჯარების რაოდენობა, თუმცა დასავლელი ოფიციალური პირები არ ფიქრობენ, რომ ეს რიცხვები ბრძოლის ველზე წარმატებაში გადაიზრდება.
„სავარაუდოა, რომ რუსული ძალები უკეთ ორგანიზებულნი იქნებიან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევენ, თუმცა, როგორც ჩანს, მზად არიან, მეტი ჯარი აქციონ „საზარბაზნე ხორცად“, განუცხადა CNN-ს ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა.