აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 16 თებერვალს ესტონეთში ჩავა, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრ კაია კალასს და თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურს, იტყობინება დეპარტამენტის პრესსამსახური.
მხარეები უკრაინის მხარდაჭერასთან, ორმხრივ თავდაცვის თანამშრომლობასა და NATO-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
თავდაცვის მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.