ნორვეგიის პარლამენტმა 16 თებერვალს დაამტკიცა უკრაინისთვის 7,4 მილიარდი ევროს (75 მილიარდი კრონა) მხარდაჭერის გეგმა, როგორც ხუთწლიანი მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, იტყობინება ნორვეგიის მთავრობა.
უკრაინა პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 1,3 მილიარდ ევროს (15 მილიარდ კრონს) მიიღებს.
სამხედრო დახმარება მოიცავს იარაღის მიწოდებას ნორვეგიის არმიის არსებული მარაგებიდან, უშუალოდ მწარმოებლებისგან შეძენილ იარაღს და უკრაინელი სამხედროების მომზადებას.
ნორვეგია უკრაინას რვა Leopard 2-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკს და ოთხმდე დამხმარე მანქანას გადასცემს.
პაკეტში ასევე იქნება საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ბიორნ არილდ გრამის თქმით, ნორვეგია ასევე ხელს შეუწყობს უკრაინული სატანკო ეკიპაჟის მომზადებას პოლონეთში სხვა მოკავშირეებთან ერთად. პაკეტის ნახევარი დააფინანსებს სამხედრო მოთხოვნებს 2023 წელს, დანარჩენი კი, ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ნორვეგია ასევე გეგმავს გრანტის გაცემას, რათა ომის გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოს.