ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას სესხის გარანტიებს აძლევს და სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განვითარებაში დაეხმარება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ელი კოენი აცხადებს, რომ ისრაელი უზრუნველყოფს 200 მილიონ აშშ დოლარამდე სესხის გარანტიას, რომელიც უკრაინაში ჯანდაცვისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
„ისრაელი, როგორც წარსულში იყო ნათქვამი, მტკიცედ სოლიდარულია უკრაინის ხალხის მიმართ და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული (მხარდამჭერი, რედ.) რჩება “, - ამბობს კოენი.
„ისრაელისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებების ჩამონათვალის შესახებ. ჩვენ დაველოდებით გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა თავის მხრივ დმიტრო კულებამ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა.