რუსეთმა ავსტრიის საელჩოს საპასუხოდ 4 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი განჩინება მათ უკვე გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიამ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა.
"საელჩოში მომუშავე დიპლომატები მათ სტატუსთან შეუთავსებელ ქმედებებს ეწეოდნენ", - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.