რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა.
"რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო", - განაცხადა სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ რაზვოჟაევმა.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ყირიმში სამხედრო ობიექტებს უკრაინის „ლეგიტიმური სამიზნეები“ უწოდა.