საფრანგეთი უკრაინაში ბორბლიანი ტანკის გამანადგურებლებს გზავნის

AMX-10RC-ის ტიპის ბორბლიანი ტანკის გამანადგურებლები საფრანგეთიდან უკრაინისკენ მიემართება. ამის შესახენ Forces Operations-ი იტყობინება.

ეს არის უნიკალური ჯავშანტექნიკის მხოლოდ პირველი პარტია, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში გაიგზავნება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები საფრანგეთში, მეინ-ე-ლუარის სამხედრო ბაზაზე ბორბლიანი ტანკების გამანადგურებლების საბრძოლო გამოყენებაში წვრთნებს გადიოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ საფრანგეთი მტკიცედ დადგება უკრაინის გვერდით.

„რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი. ვიდრე რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, ჩვენ გავაგრძელებთ ადაპტირებას და საჭირო სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას უკრაინისა და მისი მომავლისთვის“, - განაცხადა მაკრონმა გასულ კვირას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.