არარატ მირზოიანი: თურქეთთან საზღვრის გახსნის პროცესი დაჩქარდება

„სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მესამე ქვეყნების მოქალაქეების შეუფერხებელი გავლის საკითხის მოგვარება „იგეგმება“, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებამდე ამ საკითხის გადაწყვეტა, დიალოგის დაჩქარება და საზღვრების გახსნა განიხილეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, მირზოიანი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.