ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა.
კლინიკაში ექიმები ამბობენ, რომ გოგო 18 წლისაა და ახალგაზრდამ ჩვილი სამშობიაროში დატოვა.
საქმეში შესაბამისი სამსახურები უკვე ჩაერთნენ. ამასთან, ექიმები ამბობენ, რომ ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.