პანდემიის მიუხედავად Apple–ის გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უახლეს ტელეფონებზე, ლეპტოპებსა და გაჯეტებზე განსაკუთრებულმა მოთხოვნამ ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიას 111 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
გამოცემის თქმით, ახალი რეკორდი განპირობებულია პანდემიის პერიოდში ონლაინაქტივობების გაზრდით.
კომპანიის თქმით, მათ გაყიდვებს დადებითი გავლენა ჩინეთის ბაზარზე Apple-ის პროდუქტის მოთხოვნის ზრდის დამსახურებაცაა. Apple-ის თქმით, 5G ტექნოლოგიების განვითარებამაც საგრძნობი როლი ითამაშა მათი შემოსავლის რეკორდულ მაჩვენებელზე.
კომპანიის გაყიდვები ჩინეთში 57%-ით გაიზარდა. ევროპაში გაყიდვების წილმა 17% შეადგინა, ხოლო ამერიკაში - 11%.