თბილისში ელექტრო მოპედების გაზიარების სერვისი სახელწოდებით "Qari Electric"-ი გამოჩნდა.
გაქირავების სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა კომპანიის აპლიკაციის ჩამოტვირთვა. რეგისტრაციის შემდეგ მოხმარებელს შეეძლება რუკაზე მითითებული მოპედების აყვანა და მგზავრობა.
მოპედით სარგებლობის შემდეგ, მომხმარებელს მოპედის დატოვება პარკერებისა დასრულებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში შეუძლია, რომლებიც აპლიკაციაშია მითითებული.
კომპანიის მოპედის სამართავად მართვის მოწმობა აუცილებელია.
Qari-ს თქმით, მათი მოპედები ელექტროა და გარემოსთვის უსაფრთხოა.
ამ ეტაპზე აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს.