შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ყოველდღიურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა მოიძიოს ან აწარმოოს შესაბამისი საბრძოლო მასალა იმ იარაღისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა.
მან განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამჟამად აქვს სხვადასხვა ტიპის იარაღი, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა რაკეტას, ჭურვს, ნაღმს და სხვა საბრძოლო მასალას.
„უკრაინას ჰქონდა საკუთარი მარაგები, ბევრი საბჭოთა პერიოდის იარაღი, რომელიც იყენებს ერთი ტიპის საბრძოლო მასალას. NATO-ს ზოგიერთი სისტემა, რომელიც მიეწოდება უკრაინას, იყენებს სხვა ტიპს“, - განაცხადა ბლინკენმა და სიტუაციას გამოწვევა უწოდა.
ბლინკენის თქმით, იმ ქვეყნების მარაგები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, ასეთ საჭიროებებს არ ითვალისწინებენ.