უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალ კვირას შესაძლო სარაკეტო თავდასხმების შესახებ გაფრთხილებით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტის აპარატი არ გამორიცხავს, რომ 21 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავამდე, რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით დაარტყამს, თუმცა უკრაინა ამისთვის მზად არის.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინული ტელეარხების საყოველთაო ტელემარათონის დროს განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, რუსებმა შესაძლოა, გააძლიერონ სამხედრო მოქმედებები რთულ რაიონებში, როგორიცაა ბახმუტი, სოლედარი, ვუჰლედარი, კრემენნაია.

გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს პროპაგანდისტული ძალისხმევა.