უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევი დაჟინებით მოითხოვს რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას, რომელსაც უნდა ჰქონდეს ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია და რუსეთის მაღალჩინოსნებს ფუნქციური იმუნიტეტების მოხსნის შესაძლებლობა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ მათ, ვინც ომი წამოიწყეს, სამართლდებიან.
„ჩვენ, უდავოდ, დაჟინებით მოვითხოვთ სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას და, ხაზს ვუსვამ, რომ ის ცალკე უნდა შეიქმნას და ჰქონდეს არა ეროვნული, არამედ ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია. ასევე, როგორც ტრიბუნალის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის შეთანხმების ნაწილი, მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, ფუნქციური იმუნიტეტი მოუხსნას რუსეთის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.