ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. სან-პაულოს შტატის 6 ქალაქში, სტიქიის გამო, 180-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7 წლის გოგონაცაა.
ამინდის პროგნოზის თანახმად, სან-პაულოს სანაპირო ზონაში ძლიერი წვიმა გაგრძელდება, რაც, სავარაუდოდ, სამაშველო ოპერაციებს გაართულებს.