შეერთებული შტატების დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები ერთიანნი არიან საქართველოს მხარდაჭერაში - ამერიკის საელჩო

„როდესაც საქმე ეხება საქართველოს, შეერთებული შტატების დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები ერთიანნი არიან თქვენი ქვეყნის მხარდაჭერაში“, ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც სენატორების ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენთან გამართულ შეხვედრას ეძღვნება. 

„როდესაც საქმე ეხება საქართველოს, შეერთებული შტატების დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები ერთიანნი არიან თქვენი ქვეყნის მხარდაჭერაში. ჩვენ გვყავს კონგრესმენები და სენატორები, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს საქართველოს საკითხების წინ წამოწევას, იმ მრავალფეროვანი დახმარებითა და პარტნიორობით, რომელიც საქართველოს განვითარებაზეა მიმართული.

სენატორები შაჰინი და დურბინი აფასებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მის ერთგულებას ქართული დემოკრატიის განვითარებისადმი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.