საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
მისი თქმით, კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და წარმოადგენს საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს.
„1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
მართალია, კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ ის იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მოწინავე სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.
საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს წარმოადგენს.
ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მეგობარსა და გულშემატკივარს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.