პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩამონათვალი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას გაუგზავნის დამატებით საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 და 120-მილიმეტრიანი ჭურვების ახალ პარტიას, 2000-მდე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, საჰაერო მეთვალყურეობის 4 რადარს, ქვეითთა 4 საბრძოლო მანქანა Bradley-ს და სხვა ტექნიკას.
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 თებერვლამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 29.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.