ჩეხეთის პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტს უკრაინასა და პოლონეთში, „უკიდურესად ძლიერ სიგნალს“ უწოდებს

ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს კიევსა და ვარშავაში, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისადმი ვაშინგტონის ერთგულების უკიდურესად ძლიერი სიგნალი უწოდა.

ჩეხეთის არმიის ყოფილმა მეთაურმა, რომელიც იანვარში აირჩიეს ქვეყნის ახალ ლიდერად, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროინდელი ვარშავის პაქტის თავდაცვის ხელშეკრულების ნაწილი იყვნენ, კარგად იციან რუსეთის შესაძლებლობები.

მისი თქმით, რუსებმა უკრაინაში რამდენიმე „საბედისწერო შეცდომა“ დაუშვეს, მაგრამ პაველი გამოდის გაფრთხილებით, რომ მოსკოვის შეუფასებლობა არ უნდა მოხდეს.

პაველმა სიფრთხილე გამოიჩინა უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებით მომარაგების საკითხთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მფრინავების და სახმელეთო და დამხმარე ეკიპაჟების მომზადებას სულ მცირე ნახევარი წელი სჭირდება. მისივე თქმით, ტანკებისა და არტილერიისთვის ეკიპაჟების მომზადება კი, ბევრად უფრო მარტივია.