საფრანგეთში, 16 წლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა

საფრანგეთის, ქალაქ სენ-ჟან-დე-ლიუზში, სკოლაში, 16 წლის მოსწავლემ ესპანური ენის მასწავლებელი დანით მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც მედია წერს, მსხვერპლი 50 წელს გადაცილებული ქალია.

პირველადი ინფორმაციით, მოსწავლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.