ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ტაჯიკეთში ადგილობრივი დროით 08:37 საათზე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
ამასთან, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.