საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები უცვლელად დარჩნენ – ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სფფ-ში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების შესახებ იმსჯელეს და ისინი ძველი შემადგენლობით უცვლელად დაამტკიცეს.
პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ კახა ჭუმბურიძე იქნება, სანაკრებო საკითხების მიმართულებით ალექსანდრე იაშვილი იმუშავებს. ასევე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან აკაკი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს გამართული ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის შემდეგ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა პირველად გაიმართა