გაერთიანებული სამეფოს ელჩი აცხადებს, რომ „ერთი წლის წინ, უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა პირველმა რუსულმა ბომბებმა, მილიონობით ადამიანის ცხოვრება ერთ წუთში შეცვალა. ელჩის თქმით, დიდი ბრიტანეთი და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, სრულ გამარჯვებამდე.
„მას შემდეგ, ჩვენ მომსწრენი ვართ უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული სიკვდილის, განადგურებული ქალაქების და სასოწარკვეთის.
უკრაინაში ომმა გამოიწვია დემოკრატიული სახელმწიფოების და ხალხების წარმოუდგენელი კონსოლიდაცია, როგორც ევროპაში, ისე მის მიღმა. საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში და დიდი ბრიტანეთი და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, სრულ გამარჯვებამდე.
ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელ სიმტკიცეს და სიმამაცეს. ისინი დღემდე მედგრად და ამაყად იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის ამ ყოვლად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის წინაშე“, - წერს ელჩი Twitter-ზე.