საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. დოკუმენტი ასევე მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები.
რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი, ბელორუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა და მალი. 32-მა ქვეყანამ კი, თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტი 75 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს თანასპონსორობით დამტკიცდა და დოკუმენტი მოიცავს მოწოდებას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ.
რეზოლუციაში საუბარია „უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე სათანადო, სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებებისა და სამართლებრივი დევნის გზით.