25 თებერვალი შეგვახსენებს, რომ ოკუპაცია დროებითია - კალაძე

ოკუპაცია დროებითია, რომ არა 1921 წლის 25 თებერვალი, ჩვენი ქვეყნის განვითარება 70 წლით არ შეყოვნდებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რომ არა საბჭოთა იმპერია და 1921 წლის 25 თებერვალი, ჩვენი ქვეყნის განვითარება 70 წლით არ შეყოვნდებოდა, არ გვეყოლებოდა ბოროტებას შეწირული უამრავი მსხვერპლი.

ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ოკუპაცია დროებითია, მთავარი ღირებულება კი უცვლელი – სამშობლო და თავისუფლება“, – წერს კალაძე.


საქართველოს საბჭოთა ოლუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. 

საქართველომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება 70  წლის შემდეგ მოახერხა.