მომავალი წლების განმავლობაში, შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატბის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ესეების კონკურსის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვთ თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ინდივიდუალური ღირსების გასაღები. როგორც ბოლო დროს ვნახეთ ბევრ ქვეყანაში, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები ავტოკრატიული ტენდეციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად. და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.
შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ქართველი ხალხის გვერდით დადგება, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება მისი წარმატება აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში.
თქვენ, ქართველ ამომრჩეველთა მომავალ თაობას, გადამწყვეტი როლი გაქვთ ამ პროცესში. წარმატებას გისურვებთ ყველას ამ ესეების კონკურსში. საქართველოს ხალხს ბევრი რამ აქცს საამაყო თქვენი ისტორიისა და იმის გათვალისწინებით, რასაც თქვენ მიაღწიეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ასევე ბევრი სამუშაო გაქვთ წინ. შეერთებული შტატები თქვენ გვერდით დგას ამ ძალისხმევაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ. ძალა ერთობაშია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.