საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 27-28 თებერვალს ქალაქ ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის მონაწილეებს, ასევე გამართავს შეხვედრებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან.