ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადადო.
ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, გამგზავრების წინ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელსაც სისტემა (ETIAS) დაამუშავებს და მოქალაქე ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს. მომსახურების გადასახადი 7 ევროს შეადგენს.
ევროკავშირის მიზანი მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფაა. მასზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მისი ამოქმედება ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა, თუმცა კოვიდპანდემიის, ასევე, ფინანსური და ტექნიკური საკითხების გამო რამდენჯერმე გადაიდო.
ბოლოს, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.