საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დრონების წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება რამდენიმე დრონის საქართველოში სატესტოდ წარმოება და გამოცდა.
„ერთობლივი საწარმო ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ პოლონურ მხარესთან მუშაობა. მიმდინარე წლის აპრილში რამდენიმე სატესტო დრონს საქართველოში ვაწარმოებთ და გამოვცდით. სატესტო ფრენებსაც ჩავატარებთ. ის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა დახვედროდა, მზად არის. „დელტას“ ტერიტორიაზე ავაშენეთ შენობები, სადაც განხორციელდება აღნიშნული დრონების წამოება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.