ჩემი პოზიცია გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა ორაზროვანი, - საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "მოქალაქეებიდან" ლევან იოსელიანი პატიმრობში მყოფ "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას "ფეისბუკზე" საჯარო პოსტით პასუხობს.
"შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.
რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი", - წერს ლევან იოსელიანი "ფეისბუკზე".
რამდენიმე საათის წინ, როცა ცნობილი გახდა, რომ ალეკო ელისაშვილმა თანაპარტიელი დაასახელა სახალხო დამცველობის კანდიდატად, ნიკა გვარამიას სახელით მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. გვარამია ინტერესდებოდა, შეიცველობდა თუ არა ყოფილი სახალხო დამცველის პოზიცია მის პატიმრობასთან დაკავშირებით.
"როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და "კი" ან "არა" პასუხით ძალიან დამავალებ. თან "პოლიტ" თუ არა, პატიმარი ვარ ბოლო-ბოლო", - წერდა გვარამია.
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული განაჩენი და მიიჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.
"ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება", - ეწერა სახალხო დამცველის გამოქვეყნებულ დასკვნაში.