ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კერმადეკთან ახლოს დედამიწის ზედაპირიდან 152 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ცუნამის წარმოქმნის ალბათობა მინიმალურია. მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.