თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში სასულიერო პირი დაჭრეს. დაშავებული მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.