ჩინეთი წელს თავდაცვის ხარჯების 7.2%-ით ზრდას გეგმავს

ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს წელს 7,2%-ით გაზრდის, რაც შარშანდელი ხარჯების ზრდას ოდნავ აჭარბებს. 

Reuters-ი წერს, რომ თავდაცვის ბიუჯეტს ყურადღებით დააკვირდებიან ჩინეთის მეზობლები და შეერთებული შტატები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან პეკინის სტრატეგიული განზრახვებით და მისი სამხედრო ძალების განვითარებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში დაძაბულობა გაიზარდა ტაივანთან დაკავშირებით.

„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, 2027 წლის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის 100 წლის იუბილეზე ფოკუსირებით უნდა იმუშაონ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად, საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, - აცხადებენ ჩინეთის ოფიციალური პირები.

ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2023 წელს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ხარჯების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, თუმცა ბევრი დიპლომატისა და უცხოელი ექსპერტის აზრით, პეკინი არასაკმარისად აფიქსირებს რეალურ რაოდენობას.

„შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიერონ სამხედრო წვრთნა და მზადყოფნა, შეიმუშავონ ახალი სამხედრო სტრატეგიული ხელმძღვანელობა, მეტი ენერგია დაუთმონ საბრძოლო პირობებში წვრთნას და კარგად კოორდინირებული ძალისხმევა გააძლიერონ სამუშაო ყველა მიმართულებით და სფეროში“, - განაცხადა პრემიერმა ლი კეციანმა.

აშშ-ის 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო ხარჯებს ითვალისწინებს და იარაღის, გემებისა და თვითმფრინავების შესაძენად დაფინანსებას მოიცავს. ის ასევე ითვალისწინებს ტაივანისა და უკრაინის მხარდაჭერას.