ორბანი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს

უნგრეთი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტს ამზადებს კიევში. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიირტომ განაცხადა.

„როცა დავინახავთ, რომ ყველა წინაპირობაა შექმნილი, ვიზიტი იქნება. მაგრამ ახლა ტექნიკური მომზადების ეტაპზე ვართ", - განაცხადა სიიარტომ.

მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, როდესაც 9 თებერვალს, ევროკავშირის სამიტს დაესწრო.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის [უკრაინასთან]. ვიმედოვნებთ, რომ დიალოგს აზრი ექნება", - აღნიშნა სიიარტომ.


ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი 27 იანვარს გამოიძახა და მკაცრი პროტესტი დააფიქსირა.

უნგრელ დიპლომატს ხაზგასმით განემარტა, რომ ანტიუკრაინული რიტორიკა, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ხანია ისმის, აბსოლუტურად მიუღებელია და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებს.
 
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინა, თავის მხრივ, მზად არის უნგრეთთან კონსტრუქციული კეთილმეზობლური ურთიერთობების გასავითარებლად.
 
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი პრემიერ-მინისტრ ორბანის დამამცირებელი კომენტარების გამო დაიბარა. ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინა ავღანეთს შეადარა და „არავის ტერიტორია“ უწოდა.