ესტონეთის პრემიერ მინისტრი, კაია კალასი აპირებს, ახალი კოალიციური მთავრობა შექმნას მას შემდეგ, რაც კვირის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. კალასის პარტიამ პარლამენტში 101 ადგილიდან 37 მოიპოვა, CNN-ის ცნობით, იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი ERR.
კალასი პრემიერ-მინისტრად პირველად 2021 წელს აირჩიეს, პროევროპული პოზიცია და ასევე ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ.
სიდიდით მეორე პარტიამ EKRE 17 მანდატი მოიპოვა.
ესტონეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 1991 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. კენჭისყრაში 615 009 ამომრჩეველი მონაწილეობდა.