კახა კალაძის კორონავირუსით ინფიცირების გამო მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.
„თბილისის მერს, კახა კალაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც რამდენიმე დღით იზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ გაიმართება. კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.