საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
შესაბამისი განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა „მოქალაქეებმა“ წარუდგინა.
სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მას 6 წლით ირჩევენ.